ბელარუსმა ვიკტორია აზარენკამ, პრემიერის კატეგორიის ტურნირში გაიმარჯვა, ცინცინატიში. ფინალში მას ნაომი ოსაკა უნდა შეხვედროდა, მაგრამ იაპონელს მუხლის ტრავმა გაუმიზეზდა და ასპარეზობიდან მოიხსნა. ასე რომ, აზარენკა ჩემპიონი გადამწყვეტ მატჩში უბრძოლველად გახდა.
აზარენკასთვის ეს პირველი ტიტულია, 2016 წლის შემდეგ, როცა მან მაიამიში გაიმარჯვა. ასევე პირველი, რაც შვილი შეეძინა, ფეხმძიმობასთან დაკავშირბული პაუზის კვალად.