ფეხბურთი

23:12 | 29.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

მესი "ბარსელონაში" წინასასეზონო შეკრებაზე არ გამოცხადდება

ლიონელ მესი „ბარსელონასთან“ ერთად ახალი სეზონისთვის მზადებას არ დაიწყებს. Goal-ის ინფორმაციით, არგენტინელი კვირას შეკრებაზე არ გამოცხადდება.

კატალონური გრანდის ფეხბურთელები ხვალ სამედიცინო შემოწმებას გაივლიან, მაგრამ მათ შორის როგორც ჩანს, არგენტინელი არ იქნება, რომელსაც კლუბის დატოვება გადაწყვეტილი აქვს.

მესი იმედოვნებს, რომ კონტრაქტის პუნქტის წყალობით გუნდისგან გათავისუფლდება, ხოლო კლუბი მიიჩნევს, რომ მესის გუნდიდან უფასოდ წასვლის უფლება არ აქვს.

ალბათ, ყველაფერი უახლოეს ხანში გაირკვევა. ნათელია, რომ ლიონელ მესისა და „ბარსელონას“ სიყვარულის ისტორია ჩიხში შევიდა...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113411