ფეხბურთი

19:25 | 29.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონაში" ივლისში იცოდნენ, რომ მესი გუნდიდან წავიდოდა

ლიონელ მესიმ „ბარსელონას“ გასულ სამშაბათს ფაქსი გაუგზავნა და კლუბის დატოვების გადაწყვეტილების შესახებ აცნობა. თუმცა ეს იყო ნაბიჯი, რომელიც გულშემატკივრებისთვის გამოდგა სიახლე, მაგრამ კლუბისთვის.

Marca-ს ცნობით, „ბარსელონაში“ ჯერ კიდევ ივლისში იცოდნენ, რომ არგენტინელი გუნდიდან წავიდოდა. სწორედ მაშინ დაწყებულა მხარეებს შორის თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ საუბარი.

ახლა კი, მესის იურისტები მუშაობა იმაზე, რომ კონტრაქტი, რომელიც ძალაში 2021 წლამდეა, გაწყვიტონ და არგენტინელი გათავისუფლდეს. თავის მხრივ, „ბლაუგრანა“ ფეხბურთელთან უფასოდ შელევას არ გეგმავს და გამოსასყიდ თანხას 700 მილიონ ევროს ითხოვს.

სიტუაცია ამჟამად საკმაოდ რთული და ჩიხში შესულია, ლიონელს ყველაზე აქტიურად „მანჩესტერ სიტის“ უკავშირებენ, თუმცა არც პსჟ-ს, „ინტერისა“ და „იუვენტუსის“ ვარიანტებია გამორიცხული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120194