ფეხბურთი

15:55 | 29.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკი: "ჩემი შედეგებით "ოქროს ბურთს" ნებისმიერი მოიგებდა"

მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ პოლონურ გამოცემა Sportowe Fakty-ს ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ „ოქროს ბურთი“ 2020 წელს მას უნდა მოეპოვებინა. თუმცა, მიიჩნევს, რომ მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგება იყო, რასაც მიაღწია.

გარდა ამისა, იმ ცნობილი ფოტოს შესახებაც გააკეთა კომენტარი, ჩემპიონთა ლიგის თასთან ერთად რომ ეძინა...

„ყოველთვის ვფიქრობდი ჩემპიონთა ლიგაზე და ფოტოებზე, რომელთა გადაღება გამარჯვების შემდეგ შეიძლებოდა. ფინალის შემდეგ დილამდე წვეულება გვქონდა, ვიღაცას თასი უნდა წაეღო და ამიტომ, მე მასზე ვიზრუნე.

ჯერ კიდევ არ მჯერა. წლების განმავლობაში ვხედავდი, როგორ იგებდნენ მას მეტოქეები და ჩემს თავს პირობა მივეცი, რომ ერთ მშვენიერ დღეს მეც იგივეს გავაკეთებდი. აი, ახლა, ეს შევძელი. „ბარსელონასთან“ მატჩის წინ გნაბრიმ და კიმიხმა მკითხეს, მოვიგებდით თუ არა ჩემპიონთა ლიგას და ვუპახუსე - დიახ.

ვის მივცემდი „ოქროს ბურთს“? ჩემს თავს. „ბაიერნში“ ყველაფერი მოვიგეთ, ბუნდესლიგა, გერმანიის თასი, ჩემპიონთა ლიგა და მე ვიყავი საუკეთესო ბომბარდირი. აშკარაა, რომ სხვა ფეხბურთელზე ზეწოლა უფრო ძლიერი იქნებოდა, მაგრამ ჩემი სტატისტიკით რომელი ფეხბურთელი ვერ მოიგებდა „ოქროს ბურთს“? ნებისმიერი მოახერხებდა გამარჯვება. თუმცა, ამაზე არ ვფიქრობ, მინდოდა ჩემპიონთა ლიგის მოგება, ეს იყო ჩემი პრიორიტეტი და ეს გავაკეთე“, - თქვა ლევანდოვსკიმ.

შეგახსენებთ, რომ 2019-2020 წლების სეზონში პოლონელმა ფორვარდმა ყველა ტურნირზე 47 თამაშში 55 გოლი გაიტანა, მათ შორის 15 ჩემპიონთა ლიგაზე და საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

0.112321