ფეხბურთი

21:32 | 28.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონას" გრიზმანის ჟოაო ფელიქსში გაცვლა უნდოდა

„ბარსელონას“ მადრიდის „ატლეტიკოდან“ ჟოაო ფელიქსის დამატება სდომებია და სანაცვლოდ ანტუან გრიზმანს უთმობდა. ინფორმაციას მადრიდული გამოცემა Marca ავრცელებს.

როგორც გავლენიანი წყარო წერს, „ბაიერნთან“ განადგურების (2:8) შემდეგ ხოსეპ მარია ბართომეუ „ატლეტიკოს“ წარმომადგენლებს დაუკავშირდა და ფელიქსი-გრიზმანის ბარტერი შესთავაზა. ეს გარიგება „ბარსასთვის“ ფინანსურადაც მომგებიანი იქნებოდა, რადგან გრიზმანის ხელფასი კატალონიაში 20 მილიონი ევროა, ხოლო პორტუგალიელი მადრიდში მხოლოდ 4 მილიონს გამოიმუშავებს.

„ატლეტიკოს“ ხელმძღვანელებმა ბართომეუს წინადადადება უარით გაისტუმრა და ყოფილი ფეხბურთელის დაბრუნება არ ისურვეს, რომელიც გასულ ზაფხულს დიდი მითქმა-მოთქმის შემდეგ 126 მილიონ ევროდ გაყიდეს კატალონურ გრანდში, მის შემცვლელად კი სწორედ ჟოაო ფელიქსი მოიყვანეს.

თუმცა, 2019-2020 წლების სეზონში ვერცერთმა ფეხბურთელმა მოლოდინი სრულად ვერ გაამართლა. ეს განსაკუთრებით გრიზმანზე ითქმის, რომელიც „ბარსელონას“ ვერ შეეწყო და ძალიან ცუდი სეზონი ჩაატარა.

0.113103