ფეხბურთი

12:03 | 28.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

რუმენიგე: "ბაიერნის" ისტორიაში "ბარსელონასთან" 8:2 საუკეთესო თამაში იყო"

მიუნხენის „ბაიერნის“ აღმასრულებელმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ ლიონელ მესის ტრანსფერი გამორიცხა. გარდა ამისა, გერმანელმა Tuttosport-თან ინტერვიუში ბევრ საინტერესო საკითხებზე ისაუბრა.

„ჩვენ არ შეგვიძლია ამ დონის ფეხბურთელის ხელფასი გადავიხადოთ. ეს არაა ჩვენი პოლიტიკის ნაწილი და ჩვენი ფილოსოფია. იმის მოსმენა, რომ მესიმ შეიძლება „ბარსელონა“ დატოვოს, მეც მამწუხრებს, მან კლუბის ისტორია დაწერა და ვფიქრობ, რომ კარიერა „ბლაუგრანაში“ უნდა დაასრულოს. გარდა ამისა, არსებობს შიდა და პირადი ასპექტები, რომლებიც მე არ ვიცი და ამიტომ, არ ვერევი.

„ბარსელონასთან“ მატჩი? ტრიბუნაზე ვიყავი და ვიფიქრე: ახლა გამაღვიძებენ, ეს მხოლოდ ოცნებაა და არ შეიძლება რეალობა იყოს. „ბაიერნის“ ისტორიაში ეს საუკეთესო თამაში იყო.

გამარჯვებისთვის ჩემპიონები აუცილებელია, მაგრამ ამას გარდა, ჩვენ შევქმენით ძლიერი ჯგუფი და მწვრთნელთან იდეალური თანხვედრა, რომელსაც დიდი სურვილი ჰქონდა, რომ ჰეთ-თრიქი შეესრულებინა, მოეგო ბუნდესლიგა, გერმანიის თასი და ჩემპიონთა ლიგა. ჰანსი ფლიკმა საოცარი საქმე გააკეთა.

ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ ალაბამ რიბერის დაურეკა და გასახდელში ფრანკი პირდაპირი ეთერით ჩვენთან ერთად იყო. ის ყოველთვის „ბაიერნის“ ლეგენდა იქნება.

„ბაიერნის“ ფილოსოფია განსხვავებულია მაგალითად „იუვენტუსისგან“ და „რეალისგან“, ინგლისელებისგან კიდევ უფრო მეტად. რა თქმა უნდა, ფული მნიშვნელოვანია, მაგრამ არანაკლებ ხელმძღვანელობის მენტალიტეტი. „იუვე“ იტალიაში „ბაიერნია“, მაგრამ ევროპაში მშიერია“, - თქვა რუმინეგემ.

0.114934