ფეხბურთი

11:27 | 28.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

7-მილიონიანი კონტრაქტი 39 წლის ზლატანს

ზლატან იბრაჰიმოვიჩი „მილანში“ კიდევ ერთი სეზონი დარჩება. Sky Sport-ის ცნობით, ყველაფერი შეთანხმებულია და ცნობა ოფიციალურად უახლოეს საათებში დადასტურდება.

შვედი „როსონერისთან“ ხელშეკრულებას 2021 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებს და მიუხედავად იმისა, რომ 39 წლისაა, სეზონში 7 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

იტალიური მედია იმასაც იტყობინება, რომ შვედი ახალ სეზონში 21 ნომრით აღარ ითამაშებს და 9-ნომრიან მაისურს მოირგებს.

შეგახსენებთ, რომ ზლატანი „მილანში“ იანვარში 6-თვიანი კონტრაქტით დაბრუნდა და 20 შეხვედრაში 11 გოლის გატანა მოახერხა.

0.114677