ფეხბურთი

21:08 | 27.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

რუნი: "მესიმ და რონალდუმ სხვა სტანდარტი დააწესეს, თუმცა ლეო ყველა დროის საუკეთესოა"

ლეგენდარულმა ინგლისელმა ფეხბურთელმა უეინ რუნიმ ლიონელ მესის პრემიერლიგაში შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა. „დერბი ქაუნთის“ თავდამსხმელის აზრით, „ლივერპულში“ ტიაგო ალკანტარას“ გადასვლა უფრო ჭკვიანური გათვლა იქნება, ვიდრე მესის „მანჩესტერ სიტიში“.

თუმცა, რუნი იმასაც აღიარებს, რომ მას პრემიერლიგაში „ოქროს ბურთის“ მოგების შანსი ექნება და ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია.

„ვიცი, რომ მესის ასაკი ემატება, მაგრამ ისეთი ფეხბურთელია, როგორიც მანამდე არავის უნახავს. მესის ყველაფერი აქვს: გოლის გატანა შეუძლია, პასის გაკეთება, ყველა დროის საუკეთესოა. მან და კრიშტიანუ რონალდუმ ისეთი სტანდარტი დააწესეს, რომელსაც მგონია, რომ ვერასდროს ვნახავთ. თუმცა, ჩემთვის მესი სხვა დონეზეა. MLS-ში არ უნდა იფიქრონ, რომ იქ წავა, რადგან ამისთვის მეტისმეტად ძლიერია. შეიძლება პრემიერლიგაში წავიდეს და წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს. თუ მას გვერდით ბრუნო ფერნანდეში ან კევინ დე ბრუინი ეყოლება, შეუძლია მეშვიდე „ოქროს ბურთი“ მოიგოს, ეს საოცრება იქნებოდა. თუმცა, ვფიქრობ, რომ „ლივერპულში“ ტიაგო ალკანტარა ტრანსფერი უფრო კარგი შენაძენი იქნება, ვიდრე „მანჩესტერ სიტიში“ მესის გადასვლა“, - თქვა რუნიმ.

შეგახსენებთ, ლიონელ მესის „ბარსელონას“ დატოვება სურს და ყველაზე აქტიურად ინგლისურ „მანჩესტერ სიტის“ უკავშირებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116525