უეფას ერთა ლიგის 2020 წლის საწყისი ორი მატჩისთვის საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია. დიდიე დეშამმა „მამლების“ რიგებში 23 ფეხბურთელს უხმო, მაგრამ მათ შორის არ არიან პოლ პოგბა და ტანგი ნდომბელე. ორივე მათგანს კორონავირუსი დაუდასტურდა.
საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში 17 წლის დებიუტანტი, ედუარდო კამავინგა მოხვდა, რომელიც „რენის“ ღირსებას იცავს:
მეკარეები: უგო ლორისი (ტოტენჰემი), მაიკ მანიანი (ლილი), სტივ მანდანდა (მარსელი)
მცველები: ლუკას ერნანდესი (ბაიერნი), ლეო დუბუა (ლიონი), პრესნელ კიმპემბე (პსჟ), კლემენ ლენგლე (ბარსელონა), დაიო უპამეკანო (ლაიპციგი), რაფაელ ვარანი (რეალი), ლუკას დინიე (ევერტონი), ფერლან მენდი (რეალი)
ნახევარმცველები: მუსა სისოკო (ტოტენჰემი), ჰუსემ აუარი (ლიონი), სტივენ ნზონზი (რენი), ედუარდო კამავინგა (რენი), ადრიენ რაბიო (იუვენტუსი), ნგოლო კანტე (ჩელსი)
თავდამსხველები: ოლივიე ჟირუ (ჩელსი), ვისამ ბენ იედერი (მონაკო), კილიან მბაპე (პსჟ), ანტუან გრიზმანი (ბარსელონა), ანტონი მარსიალი (მანჩესტერი), ჯონათან იკონი (ლილი)
საფრანგეთის ნაკრები 5 სექტემბერს შვედეთს სტუმრად, ხოლო სამი დღის შემდეგ ხორვატიას საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება.