ფეხბურთი

22:40 | 26.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ელუსტონდომ "სოსიედადთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

ესპანელმა ნახევარმცველმა არიც ელუსტონდომ "სოსიედადთან" კონტრაქტი ორი წლით გაახანგრძლივა და გუნდში 2024 წლის ივლისამდე დარჩება. აღნიშნული ინფორმაცია ესპანური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ელუსტონდო "სოსიედადის" აკადემიის აღზრდილია და პირველ გუნდში 2016 წელს დააწინაურეს. არიცმა სან სებასტიანელთა გუნდის მაისურით 128 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ექვსი გოლი და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება რვა მილიონი ევროა.

0.121373