ფეხბურთი

18:45 | 26.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

რამონ პლანესი: "ბარსელონას" მომავალს მესის ვუკავშირებთ"

კატალონიის „ბარსელონას“ ახალმა ტექნიკურმა დირექტორმა რამონ პლანესმა ლიონელ მესის საკითხზე კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, კლუბის მომავალს პლანესს უკავშირებენ და სურს, რომ არგენტინელი „კამპ ნოუზე“ დარჩეს.

„მესიზე ვფიქრობთ, როგორც „ბარსელონას“ ფეხბურთელზე. ჩვენ არაერთხელ წამოვდექით ფეხზე, ჩვენი იდეაა, რომ კლუბის მომავალი ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელის გარშემო ავაშენოთ. ლეოს და მის ისტორიას პატივს ვცემთ, არანაირ პუნქტზე საუბარი არაა. გვინდა, დავარწმუნოთ მესი და საუკეთესო გამოსავალი ვიპოვოთ. კლუბი არ არის გახლეჩილი, ვმუშაობთ გამარჯვებული „ბარსელონას“ შესაქმნელად. მესის ჩვენთვის არ უთქვამს, რომ არ ივარჯიშებს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მხარეებს შორის ყველა კომუნიკაცია პირადული დარჩება და ვეცდებით დიალოგის“, - აღნიშნა პლანესმა.

მოგეხსენებათ, მესიმ კლუბის ხელმძღვანელობას ფაქსი გაუგზავნა და აცნობა, რომ კლუბის დატოვება უნდა, თანაც კონტრაქტის გაწყვეტით. რაც შეეხება გვარდიოლას, ისინი ერთმანეთს ძალიან კარგად იცნობენ, რადგან „ბარსელონაში“ 2008-2012 წლებში ერთად მუშაობდნენ.

შეგახსენებთ, მესის „ბარსელონას“ მაისურით დებიუტი 2004 წელს ჰქონდა, მას შემდეგ კატალონურ გრანდში ჩატარებულ 731 მატჩში 634 გოლის გატანა და 285 საგოლე პასის შესრულება მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1124