საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ერთი იძულებითი ცვლილება მოხდა. ერთა ლიგის მოახლოებული მატჩებისთვის ვლადიმირ ვაისს ტრავმის გამო „უფას“ მცველი ჯიმი ტაბიძე გამოაკლდა.
მის ნაცვლად სლოვაკმა სპეციალისტმა „დინამო თბილისის“ მცველი დავით კობოური გამოიძახა. „ჯვაროსნების“ რიგებში ახლა სამი დებიუტანტია - კობოური, გიორგი კუცია და ნიკა მალი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 5 სექტემბერს, სტუმრად ესტონეთს ეთამაშება, ხოლო 8 სექტემბერს, ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს. ეროვნულ ნაკრებში გამოძახებულ ფეხბურთელთა სრული ჩამონათვალის ხილვა შეგიძლიათ მოცემულ ბმულზე...