კალათბურთი

17:43 | 25.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

პლეი-ოფში "ინდიანა პეისერსი" "მაიამი ჰიტთან" 4:0 დამარცხდა (+VIDEO)

ქართველი კალათბურთელის გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსი“ პლეი-ოფის სერიის მეოთხე მატჩში „მაიამი ჰიტს“ დაუპირისპირდა და კვლავ დამარცხდა. „ინდიანაპოლისელებმა“შეხვედრა ამჯერად 12 ქულიანი სხვაობით 99:87 დათმეს.

აღნიშნულ შეხვედრაში ნეიტ მაკმილანმა გოგა ბითაძეს თავის გამოჩენის საშუალება კვლავ არ მისცა და გოგა პლეი-ოფს მიღმა თამაშის გარეშე დარჩა.

„პეისერსის“ რიგებში ყველაზე მეტი ქულა ვიქტორ ოლადიპომ ჩააგდო. ამერიკელმა 25 ქულა, 8 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. ორმაგი დუბლით კი მაილს ტერნერი გამოირჩა, რომელმაც 22 ქულასთან ერთად 14 მოხსნა დააგროვა.

„მაიამის“ რიგებში კი საუკეთესო გორან დრაგიჩი გახლდათ, რომელმაც განსაკუთრებით კარგად მატჩის გადამწყვეტ ფაზაში ითამაშა. მან თავისი 23 ქულიდან 13 მეოთხე პერიოდში დააგროვა და 5 მოხსნა და 3 პასიც ჰქონდა.

ამრიგად, სერიაში ანგარიში 4:0 გახდა და ქართველი კალათბურთელის გუნდი ასპარეზობას გამოეთიშა.

0.108992