„ბარსელონას“ ხელმძღვანელობა რამდენიმე ფეხბურთელს კიდევ სთხოვს პირად ხელშეკრულებებს გადაავლონ თვალი და ხელფასების შემცირებას დათანხმდნენ, რადგან კორონავირუსის პანდემიის გამო კლუბში ეკონომიკური კრიზისი კვლავაც გრძელდება - გვამცნობს Mundo Deportivo.
ჟერარ პიკეს, სერხიო ბუსკეტსს, ჟორდი ალბასა და სერხი რობერტოს, შესაძლოა, ხელფასები გვარიანდ ჩამოაჭრან. ხელმძღვანელები სთხოვენ ამ ოთხეულს, რომ კარგად დაფიქრდნენ, გადაწყვეტილების მიღების წინ, რადგან ისინი გუნდის ლიდერები არიან ლეო მესის, ლუის სუარესსა (რომელიც უკვე ეძებს ახალ კლუბს) და ანტუან გრიზმანთან ერთად.
ესპანური მედია ასევე წერს, რომ ამ ზაფხულს სუარესთან ერთად, გუნდს სავარაუდოდ სამუელ იუმტიტი, არტურო ვიდალი და ივან რაკიტიჩიც დატოვებენ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ხელფასების შემცირებით კიდე უკან დახევენ გუნდს მაგას ჯობია დაცალონ შემადგენლობა უხარისხო ფეხბირთებელბით
გრიზმანი ბაიერნშI კარგად მოერგება რო გადმოვიდეს
სანე გვყავს და ეგ უკან გაიკეთონ, როცა ეხვეწებოდნენ წავიდა 8-2ებთან იყოს მანდ ეხლა
ხო არც გდაიხდის მაგ თანხას რასაც ეგ ითხოვს ხელფასში თორე ის ემგონია რო გაიხსნება საკაიფოდ რო მოვიდეს
ერთი ჰიუსტონიც გახდეს ჩემპიონი და კაი ბედნიერი სეზონი გამომივა 
:
მესის კლუბი უხდის 90 მილიონზე მეტს,რომლიდანაც ნახევარი მიდის საგადასახადოში.
მესის და გრიზმანს აქვთ ყველაზე დიდი ხელფასები
ვინმეს თუ უნდა ჩამოეჭრას,კაკ რაზ ამ ორს 