„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ჟურნალისტებს მიუნხენის „ბაიერნის“ ჩემპიონთა ლიგაში ტრიუმფის შესახებ გაუზიარა აზრი. ეს ტიტული ბავარიელებმა ხომ სწორედ მერსისაიდელებს ჩამოართვეს.
„ძნელია 8 თვეში ისტორია უკეთ დაწერო, ვიდრე ეს ფლიკმა გააკეთა. „ბაიერნს“ ცოტა გაუმართლა ამ ქაოსში კალენდართან დაკავშირებით. თუმცა ეს მეორეხარისხოვანია. გუნდი შესანიშნავადაა დაკომპლექტებული. ყოველ პოზიციაზე მსოფლიო კლასის მოთამაშეები ჰყავს, თანაც, სათანადო ასაკში.“ - ციტირებს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს ZDF.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ბაიერნმა“ „პარი სენ-ჟერმენს“ კინგსლი კომანის გოლით 1:0 მოუგო. „ლივერპული“ კი მერვედფინალში მადრიდის „ატლეტიკოსთან“ დამარცხდა (0:1, 2:3).