იტალიური „ინტერის“ ფეხბურთელის ლაუტარო მარტინესის შეძენა „მანჩესტერ სიტის“ სურს. აღნიშნულ ინფორმაციას The Sun-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ქალაქელები მზად არიან არგენტინელი შემტევის სანაცვლოდ 84 მილიონი ფუნტი გადაიხადონ. მეტიც, პეპ გვარდიოლამ გუნდის ხელმძღვანელობას 23 წლის მოთამაშე ყველაზე პრიორიტეტულ სამიზნედ გამოუცხადა.
ლაუტარო მარტინესს მილანურ კლუბთან ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, გასულ სეზონში კი მან ნერაძურის შემადგენლობაში 49 მატჩი ჩაატარა და 21 გოლის გატანა მოახერხა. არგენტინელის დამატება მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში კატალონიის „ბარსელონასაც სურდა, თუმცა, მათ მოლაპარაკებები უკვე შეწყვიტეს.