ჩემპიონთა ლიგის 2019-2020 წლების სეზონი დასრულდა. ფინალში მიუნხენის „ბაიერნმა“ „პარი სენ ჟერმენი“ კინგსლი კომანის ერთადერთი გოლით დაამარცხა და გამარჯვება იზეიმა.
წარმოგიდგენთ ფაქტებს და სტატისტიკას, რომელიც ჩემპიონთა ლიგის გუშინდელმა ფინალმა დაგვიტოვა:
15 - რობერტ ლევანდოვსკი ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ის პირველი ფეხბურთელია 2006-2007 წლების სეზონის შემდეგ (კაკა), რომელმაც როგორც კრიშტიანუ რონალდუზე, ისე ლიონელ მესიზე მეტი გოლი გაიტანა ამ ტურნირზე ერთ სეზონში.
11 – „ბაიერნი“ პირველი გუნდი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ისე გაიმარჯვა, რომ ტურნირზე ჩატარებული ყველა მატჩი მოიგო (11-დან 11).
6 – „ბაიერნმა“ ჩემპიონთა ლიგა/თასი მეექვსედ მოიგო (1974, 1975, 1976, 2001, 2013, 2020) და „ლივერპულს“ გაუთანაბრდა. უკეთესი შედეგი მხოლოდ „რეალსა“ (13) და „მილანს“ (7) აქვთ.
500 - კინგსლი კომანმა ჩემპიონთა ლიგაზე „ბაიერნის“ მე-500 გოლი გაიტანა და ამაზე უკეთესი შედეგი მხოლოდ „ბარსელონასა“ (517) და „რეალს“ (567) აქვთ. ხუთეულში ასევე არიან „მანჩესტერი“ (373 გოლი) და „იუვენტუსი“ (306 გოლი).
30 & 21 – „ბაიერნმა“ 2019-2020 წლების სეზონი ისე დაასრულა, რომ ბოლო 30 თამაში არ წაუგია (29 მოგება, 1 ფრე), ხოლო ზედიზედ ბოლო 21 მატჩი მოიგო.
55 - მხოლოდ სამი მწვრთნელია უფრო ასაკოვანი, ვინც ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ვიდრე ჰანსი ფლიკი:
71 წლის - რაიმონ გუტლასი (მარსელი, 1993 წელი)
68 წლის - იუპ ჰაინკესი (ბაიერნი, 2013 წელი)
66 წლის - ალექს ფერგიუსონი (მანჩესტერი, 2008 წელი)
57 წლის - ალექს ფერგიუსონი (მანჩესტერი, 1999 წელი)
55 წლის - ჰანსი ფლიკი (ბაიერნი, 2020 წელი)
7 - ბოლო 7 შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგიაზე დებიუტანტი ფინალისტი დამარცხდა. ბოლო გუნდი, რომელმაც ისტორიაში პირველივე ფინალი მოიგო, „დორტმუნდია“ (1997 წელს „იუვენტუსთან“).
5 - კინგსლი კომანი მეხუთე ფრანგი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიტანა კარიმ ბენზემას (2018), ზინედინ ზიდანის (2002), მარსელ დესაისა (1994) და ბაზილ ბოლის (1993) შემდეგ. ჩემპიონთა თასსაც თუ მივათვლით, ფინალში ფრანგებიდან მიშელ იდალგოს, მიშელ ლებლონს, ჟან ტემპლინს (1956) და მიშელ პლატინის (1985) გაუტანიათ.
0 - სეზონის რესტარტის შემდეგ „ბაიერნმა“ პირველად ვერ მოახერხა გოლის გატანა პირველ ტაიმში.
3 – „ბაიერნი“ მეორე გუნდია, რომელმაც სეზონი ტრებლით ორჯერ დაასრულა (2013, 2020). მანამდე ეს მხოლოდ „ბარსელონას“ ჰქონდა გაკეთებული (2009, 2015).
4 - ტომას მიულერმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ფინალი ითამაშა (2010, 2012, 2013, 2020) და გერმანელ ფეხბურთელებში ტონი კროოსის რეკორდი გაიმეორა.