ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელმა კილიან მბაპემ მიუნხენის „ბაიერთან“ გასამართი ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ კომენტარი გააკეთა. ფრანგი ფეხბურთელის განცხადებით, უნდა ისტორია დაწეროს და ფრანგულ კლუბთან ჩემპიონთა ლიგის მოგებით ამას გააკეთებს.
„კარგი შანსი გაქვს, მაგრამ არაა საჭირო ბევრი საუბარი. ვიცით ჩვენი თვისებები და კლუბის მნიშვნელობა, რომელიც ძალიან გაიზარდა. რას ვაკეთებ ფინალამდე? განსაკუთრებულს არაფერს, ვხუმრობ, ვუყურებ ფილემებს და ვურეკავ ჩემს მეგობრებს, როგორც ყოველთვის. კონცენტრირებული უნდა ვიყოთ, მაგრამ განტვირთვაც საჭიროა. 19:30 საათამდე (ლისაბონის დროით - რედ) ჩვეულებრივი დღე იქნება, როგორც სხვა ყველა დანარჩენი. კონცენტრირების გაკეთება საჭიროა გასახურებელი ვარჯიშიდან, გასახდელში ერთი საათი ვიქნებით, ეს საკმარისია.
ჩემპიონთა ლიგის მოგება - ზუსტად ამის გამო მოვედი პსჟ-ში. ყოველთვის ვამბობდი, რომ მინდოდა ფრანგული ფეხბურთის ისტორიის დაწერა და ეს კარგი შანსია. მას შემდეგ, რაც 2017 წელს აქ მოვედი, რამდენიმე იმედგაცრუება განვიცადეთ, მაგრამ დღეს ფინალში ვართ და ეს იმიტომ ხდება, რომ არასდროს ვნებდებით. ფრანგულ გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება დიდი ჯილდო იქნება. ეს არის ჩემი მისია, რაც აქ ვარ, გამარჯვება რაღაც საოცრება იქნება“, - თქვა მბაპემ.
შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის ფინალი პსჟ-სა და მიუნხენის „ბაიერნს“ შორის დღეს 23:00 საათზე დაიწყება.