ბელგიური „გენტისთვის“ სეზონი საშინლად დაიწყო, ვერც იეს თორუპის ლასლო ბოლონით ჩანაცვლებამ გამოიღო შედეგი და ზედიზედ მესამედ წააგო.
ამჯერად, სტუმრად „ანტვერპენთან“ 0:1. გიორგი ჩაკვეტაძესა და გიორგი ქვილითაიას ისე არ უთამაშიათ, განცხადშიც არ იყვნენ. იუპილერ ლიგაში უკვე სამი ტური მიილია და არცერთი ჩვენებური წუთითაც არ გამოჩენილა მოედანზე.
პარალელურად, „გენტი“ მძიმე დღეშია, შარშანდელი ვიცე-ჩემპიონი სამ ტურში უქულოდ დარჩა და ბოლო ადგილზეა.