ჩოგბურთი

2:27 | 23.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩს აშშ-ის ღიაზე თამაში ფედერერის მიღწევის გამეორების სურვილმა გადააწყვეტინა

ნოვაკ ჯოკოვიჩმა ბევრი იფიქრა, მიეღო თუ არა მონაწილეობა აშშ-ის ღია პირველობაზე. ორჭოფობის მთავარი მიზეზი, კორონავირუსის ეპიდემია იყო. მაგრამ მას ჰქონდა ძლიერი არგუმენტი იმისა, თუ რატომ უნდა ეთამაშა დიდი სლემის ამერიკულ ტურნირზე.

სერბი ჩოგბურთელის ანგარიშზე, დიდი სლემის ტურნირების 17 ტიტულია. მას როჯერ ფედერერის რეკორდის (დიდი სლემის 20 ტიტული) გამეორება სურს. ამ მიზნამდე ერთი ნაბიჯის გადასადგმელად, ფლეშინგ მედოუსზე უნდა გამოვიდეს. ეპიდემიის გამო, იქ თამაშისგან თავი ბევრმა ძლიერმა ჩოგბურთელმა შეიკავა, რითაც ჯოკოვიჩის შანსები ერთი-ორად გაიზარდა.

ფედერერი ნიუ იორკში არ იქნება - მუხლის ოპერაციის შემდეგ, ერთი წლით დასვენება აქვს გადაწყვეტილი. არც მოქმედი ჩემპიონი, რაფაელ ნადალი ითამაშებს, ვისაც მიზეზად ის აქვს, რომ ამერიკიდან ევროპაში დაბრუნებულს, ორკვირიანი კარანტინი ელის. და ესპანლი აქცენტს როლან გაროსზე აკეთებს.

„ვერ ვიტყვი, რომ ეს მთავარი მიზეზია, რის გამოც აქ ვარ. თუმცა ერთ-ერთი მიზეზი არის. მე ბევრი რამ უნდა გამეთვალისწინებინა, ჩემი ჯანმრთელობა და მზადყოფნა და ისიც, რამდენად იყო ჩემი გუნდი მზად აქ გამოსმგზავრებლად. ყველაფერი რიგზეა და მე პასუხისმგებლობა მაქვს, როგორც ტოპ მოტამასეს. ეს ჩვენი სპორტისთვის არის მნიშვნელოვანი“, - ნიუ იორკ ტაიმსთან საუბრისას ამბობს ჯოკოვიჩი.

„პირადად მე არ მაქვს იმის შიში, რომ სარისკო, ჯანმრთელობისთვის სახიფათო სიტუაციასი ვიყო. ასე რომ არ იყოს, დიდი ალბათობით, აქ არ ვიქნებოდი“, - დასძენს 33 წლის სერბი ჩოგბურთელი, ვისაც ივნისში, ადრიას ტურის დროს, კორონავირუსი შეეყარა.

0.128454