ჩოგბურთი

20:56 | 22.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსს გამოეთიშა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა კორონავირუსით გმოწვეული პაუზის შემდეგ ATP-ს ეგიდით პირველი მატჩი ჩაატარა და მარცხი განიცადა. ქართველი ჩოგბურთელი ცინცინატის მასტერსის პირველ წრეში კანადელ ფელიქს ოჟე-ალიასიმს გაეჯიბრა და ორ სეტში, 0:2 დამარცხდა.

ნიკოლოზმა 20 წლის კანადელს წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ სეტში გაუწია და 4:6 წააგო. ბასილაშვილმა პირველ სეტში ორჯერ მოახერხა მეტოქის ჩაწოდებაზე გეიმის მოგება, მაგრამ სამაგიეროდ, სამჯერ თავისი ჩაწოდება წააგო და სეტში ჩამორჩა.

მეორე სეტმა კი უბრძოლველად ჩაიარა და კანადელმა 6:1 მოიგო. მთლიანობაში შეხვედრა საათსა და 18 წუთს გაგრძელდა. ბასილაშვილმა 2 ეისი შეასრულა 4-ის საპირისპიროდ, ხოლო 6-ჯერ ორმაგი შეცდომა დაუშვა. ვთქვათ ისიც, რომ ქართველი ოჟე-ალიასიმს კარიერაში მესამედ დაუპირისპირდა და სამჯერვე დამარცხდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი - ფელიქს ოჟე-ალიასიმი 0:2 (4:6, 1:6)

0.121323