„ვოლგოგრადის“ როტორმა ორი ქართველი ფეხბურთელი სოლომონ კვირკველია და ზურიკო დავითაშვილი დაიმატა. აღნიშნული ინფორმაცია რუსულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.
ორივე ფეხბურთელი ვოლგოგრადულ კლუბში იჯარის წესით გადავიდა. კვირკველიამ "ლოკომოტივის" ძირითად შემადგენლობაში ადგილი ჯერ კიდევ გასულ სეზონში დაკარგა, მაგრამ იური სიომინის გუნდიდან წასვლის შემდეგ მოსკოვურმა კლუბმა მასზე საერთოდ უარი თქვა.
საერთო ჯამში კვირკველიამ „ლოკომოტივის“ შემადგენლობაში 109 ატჩი ჩაატარა და 4 გოლის გატანა მოახერხა. რკინისგზელთა შეადგენლობაში და ერთხელ რუსეთის ჩემპიონი გახდა, ორ-ორჯერ კი რუსეთის თასი და რუსეთის სუპერთასი მოიგო.
რაც შეეხება ზურიკო დავითაშვილს, ქართველი ბოლოს „რუბინის შემადგენლობაში თამაშობდა და 29 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა. კვირკველიაც და დავითაშვილიც "როტორში" 2020-2021 წლების სეზონის ბოლომდე განათხოვრების წესით დარჩებიან.
შეგახსენებთ, სოლომონ კვირკველიასა და ზურიკი დავითაშვილის გარდა ვოლგოგრადულ გუნდში კიდევ 3 ქართველი ფეხბურთელი, ჯანო ანანიძე, ბექა მიქელთაძე და ნიკა ყიფიანი თამაშობს. „როტორს“ კი მიმდინარე სეზონში 1 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ბოლო პოზიციაზე იმყოფება.