„პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელმა ნეიმარმა შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის ფინალი გამოტოვოს. მიზეზი უცნაური და კომიკურია - მაისურის გაცვლა.
ნორმალურ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ბრაზილიელს ამის გამო არავის დასჯიდა, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის ფარგლებში უეფას პროტოკოლით თამაშის შემდეგ მაისურიც გაცვლა აკრძალულია და მისი დარღვევა დისციპლინალურ სასჯელს ითვალისწინებს.
ნეიმარმა „ლაიფციგთან“ (3:0) გამარჯვების შემდეგ მაისური მარსელ ჰალსტენბერგს გაუცვალა და შესაძლოა ამის გამო დისკვალიფიკაციით დაისაჯოს. უეფა გადაწყვეტილებას უახლოეს ხანში მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ პსჟ-მ „ლაიფციგი“ 3:0 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში ისტორიაში პირველად გავიდა.