ჩოგბურთი

16:25 | 19.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილი რომის მასტერსზე იასპარეზებს

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი იტალიის დედაქალაქ რომში გასამართ მასტერსზე მიიღებს მონაწილეობას. მსოფლიოს 27-ე ჩოგანი პირდაპირ ძირითად ბადეში მოხვდა.

საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა რომის მასტერსზე გასულ წელსაც იასპარეზა და მაშინ ორ მეტოქეს - მარტონ ფუჩოვიჩსა და ლასლო ჯერეს აჯობა. შესაბამისად 90 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა. ტურნირის გამარჯვებული კი რაფაელ ნადალი გახდა, რომელმაც ფინალში სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს სამ სეტში: 6:0, 4:6, 6:1 მოუგო.

რომის მასტერსი 14 სექტემბერს დაიწყება და 21 სექტემბერს დასრულდება, მისი საპრიზო ფონდი კი 6 მილიონი ევროა.

0.114759