ვაკო გვილიას ვარშავის „ლეგიამ“ ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი დაძლია. პოლონეთის ჩემპიონმა ჩრდილოეთ ირლანდიური „ლინფილდი“ ხოსე კანტეს გოლით დაამარცხა.
ესპანელმა მატჩის ერთადერთი გოლი 82-ე წუთზე გაიტანა და მასში გვილიას წვლილიცაა, რომელმაც საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში. ვაკომ შეუცვლელად ითამაშა და თავის გუნდში გამორჩეული იყო.
„ლეგია“ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს, მისი მეტოქე ოთხშაბათს, სომხეთის ჩემპიონ „არარატ-არმენიასა“ და ნიქოზიის „ომონიას“ შეხვედრაში გაირკვევა.