კატალონიის „ბარსელონას“ მეკარემ მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა მუხლზე ოპერაცია გაიკეთა და დაახლოებით 2.5 თვე იუქმებს. ქირურგიულმა ჩარევამ, რომელმსაც ექიმი რამონ კუგატი ხელმძღვანელობდა, წარმატებით ჩაიარა.
აღსანიშნავია, რომ ოპერაცია პროფილაქტიკური იყო, რაც ხელს შეუწყობს მომავალში მარჯვენა მუხლზე პრობლემების აცილებას.
ტერ შტეგენმა 2019-2020 წლების სეზონსი 46 მატჩი ჩაატარა და 50 გოლი გაუშვა, ხოლო 17-ჯერ კარი მშრალად შეინახა. გერმანელ კიპერს „ბარსელონასთან“ კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.