ლონდონის „არსენალის“ ყოფილმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა, შესაძლოა, ნიდერლანდების ეროვნული გუნდი ჩაიბაროს - გვამცნობს Daily Mail.
წყაროს მტკიცებით, ფრანგმა სპეციალისტმა უკვე მიმართა ნიდერლანდების საფეხბურთო ასოციაციას და რონალდ კუმანის ჩანაცვლების სურვილი გამოთქვა. ეს უკანასკნელი დიდი ალბათობით, უახლოეს დღეებში „ბარსელონას“ დამრიგებელი გახდება.
საინტერესოა, რომ ცოტა ხნის წინათ ფრანგმა უარი თქვა კატალონიური კლუბის გაწვრთნაზე.
შეგახსენებთ, რომ შარშან ნოემბერში ვენგერმა ფიფას ფეხბურთის გლობალური განვითარების განყოფილების ხელმძღვანელის პოსტი დაიკავა. „არსენალს“ ფრანგი 1996-2018 წლებში მოძღვრავდა და ჯამში 17 ტიტული მოაპოვებინა.