რუსეთში მოღვაწე საფეხბურთო ფუნქციონერი, აგენტი, ტიმურ ლეპსაია, რომელიც ჯანო ანანიძის ინტერესებსაც წარმოადგენს, ამბობს, რომ ქართველის ვოლგოგრადის „როტორში“ გადასვლა მართებული ნაბიჯია.
„სპარტაკის“ შემდეგ, ჯანო „ანორთოსისში“ აღმოჩნდა და იქ ფორმის აღდგენა, თამაში დაიწყო. მაგრამ შემდეგ პანდემიის გამო კვიპროსის ჩემპიონატიც შეწყდა. თუმცა ანანიძე ფორმას ინარჩუნებდა. თურქული და ბერძნული კლუბები იწვევდნენ. რუსეთიდანაც იყო ვარიანტები. მაგრამ „როტორმა“ კონკრეტული წინადადებით მიმართა. ვიცოდით, რომ იქ კარგი გუნდის შექმნას აპირებენ. იქ ჯანო ლიდერი უნდა გახდეს და ბევრი სათამაშო დრო ჰქონდეს. ეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ჯანო უკვე დიდი ხანია ყურადღების ცენტრშია და ბევრი ფიქრობს, რომ ის უკვე 40 წლისაა. მაგრამ ქართველი ტალანტი მხოლოდ 27-საა. კარიერის დიდი ნაწილი ჯერ წინ აქვს. ახლა მას გადატვირთვა სჭირდება. ამიტომ ავირჩიეთ „როტორი.“ ვულოცავ ჯანოსაც და კლუბსაც. ვიმედოვნებ, ერთმანეთს ბევრ სარგებელს მოუტანენ.“ - უთხრა ლეპსაიამ championat.com-ს.