ფეხბურთი

10:48 | 18.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

Marca მესის მომავლიის შესახებ

ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის შემდეგ, „ბარსელონას“ მთავარვარსკვლავის, ლიონელ მესის გარშემო ათასნაირი ხმები დაირხა, ბევრი საინფორმაციო წყარო ამტკიცებს: არგენტინელს „ბარსელონას“ თრევა მოსწყინდა და ამ ზაფხულს სხვა კლუში გადავაო. ძირითადად „ინტერს“ და „მანჩესტერ სიტის“ ასახელებენ, სადაც გენიოსს ყოფილი დამრიგებელი, პეპ გვარდიოლა ელოდება.

ესპანურმა Marca-მ კი სიტუაციის შესაძლო განვითარების სამი ვარიანტი დაასახელა.

პირველი - ყველაზე რთული. კონტრაქტის გაწყვეტა ამავე ზაფხულს. პრეზიდენტი ბარტომეუ ყველაფერს გააკეთებს, რათა ასეთი სცენარი არ დაუშვას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ისტორიაში შევა ადამიანად, რომელმაც მესი „ბარსელონადან“ გაუშვა.

მეორე - ლეო კატალონიურ კლუბში კონტრაქტის ამოწურვამდე, ანუ 2021 წლის ზაფხულამდე, გააგრძელებს თამაშს. მაგრამ მომავალი წლის იანვრიდან უკვე უფლება ექნება სხვა კლუბებთან აწარმოოს წინასწარი მოლაპარაკებები. მის გარშემო ჭორ-მართლის კორიანტელი დადგება, რაც კლუბის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე უარყოფითად იმოქმედებს.

მესამე - კონტრაქტის გაგრძელება. მესი კვლავაც ელოდება ხელმძღვანელობის ინიციატივას, თუმცა, ხანგრძლივი ხელშეკრულების წინააღმდეგია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.135494