ფეხბურთი

20:15 | 16.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია რუსეთში დრიბლინგებში უბადლოა

ყაზანის „რუბინის“ შემტევი ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია უკვე ზედიზედ მეორე ტურია რუსეთის პრემიერლიგაში წარმატებული დრიბლინგების რაოდენობით საუკეთესოა.

კვარაცხელიამ მეორე ტურში წარმატებული დრიბლინგი რვაჯერ შეასრულა, რაც ტურში საუკეთესო შედეგი იყო. ცნობისთვის, პირველ ტურში ეს მაჩვენებელი 9 აღმოჩნდა.

„ურალთან“ დაპირისპირებაში ხვიჩამ 90 წუთი ითამაშა, მაგრამ მისმა გუნდმა ვერ მოიგო (1:1). „რუბინს“ ორ ტურში ერთადერთი ქულა აქვს, მესამე მატჩს კი სტუმრად „სოჭის“ წინააღმდეგ 18 აგვისტოს გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119942