ფეხბურთი

16:48 | 16.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა ნინუა: "სათამაშო სტილით პირლოს ვგავარ და მინდა მის დონეზე ვითამაშო"

სალონიკის პაოკ-ის ქართველმა ახალწვეულმა ნიკა ნინუამ კლუბის ვებგვერდთან კომენტარი გააკეთა. 21 წლის ფეხბურთელი იმედოვნებს, რომ შეძლებს გუნდს ტიტულების მოგებაში დაეხმაროს და მის სათამაშო სტილს ანდრეა პირლოს სტილს ადარებს.

„მომწონს ტექნიკური თამაში, კარგი ორგანიზატორი ვარ და სწრაფად თამაში მსურს. ჩემი ფავორიტი ფეხბურთელი სათამაშო სტილიდან გამომდინარე ანდრეა პირლოა და მინდა მის დონეზე ვითამაშო.

ჩემთვის დიდი პატივია ასეთ სახელოვან გუნდში გადასვლა და მოუთმენლად ველოდები ტიტულების მოგებას, რომელშიც იმედია ჩემს წვლილს შევიტან. ჩემი აზრით, ადაპტაციისთვის ორ კვირაზე მეტი არ დამჭირდება და ყველაფერს გავაკეთებ, რომ მალე კონკურენციაში ჩავება“, - თქვა ნინუამ.

შეგახსენებთ, ნიკა ნინუამ ორი დღის წინ პაოკ-თან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ქართველმა „დინამო თბილისი“ 95 მატჩის, 15 გოლისა და 14 საგოლე პასის შემდეგ დატოვა. პაოკ-ი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თურქულ „ბეშიქთაშს“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.111243