ფეხბურთი

23:25 | 15.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

რიო ფერდინანდი: "სემედუ რომ ვიყო, ინსტაგრამის გვერდს ცოტა ხნით დავხურავდი"

„მანჩესტერ იუნაიტედისა“ და ინგლისური ფეხბურთის ლეგენდამ რიო ფერდინანდმა ალფონსო დევისისა და ნელსონ სემედუს ეპიზოდის შესახებ კომენტარი გააკეთა. კანადელმა იოძუა კიმიხის გოლის მომენტში პორტუგალიელი მცველი დამამცირებლად მოატყუა.

ფერნანანდის აზრით, სემედუმ სოციალურ ქსელში ინსტაგრამის გვერდი ცოტა ხნით უნდა დახუროს...

„არც კი ვიცი რა დავარქვა იმას, რაც რაც დევისმა გააკეთა. მე რომ სემედუ ვიყო, ცოტა ხნით ინსტაგრამის გვერდს დავხურავდი“, - თქვა ფერდინანდმა.

შეგახსენებთ, მიუნხენის „ბაიერნმა“ კატალონიის „ბარსელონა“ 8:2 გაანადგურა და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა.

0.116946