ფეხბურთი

22:52 | 15.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონამ“ პოჩეტინოს 1+1 სქემით კონტრაქტი შესთავაზა

„ბარსელონას“ ხელმძღვანელობამ მაურისიო პოჩეტინოს 1+1 სქემით შესთავაზა კონტრაქტი. არადა, არგენტინელ სპეციალისტს მინიმუმ სამწლიანი ხელშეკრულება სურდა - გვამცნობს Sport.es.

პოჩეტინოს გარდა კატალონიური კლუბის მამებს კიდევ რამდენიმე კანდიდატი შეუგულებიათ: ნიდერლანდების ნაკრების მწვრთნელი, რონალდ კუმანი, „იუვენტუსის ყოფილი დამრიგებელი, მასიმილიანო ალეგრი და „მონრეალის“ თავკაცი, ტიერი ანრი.

ესპანური მედია ამტკიცებს, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ბაიერნთან“ განადგურების შემდეგ (2:8), ამჟამნდელ მწვრთნელს, კიკე სეტიენს მაქსიმუმ ორ დღეში გაათავისუფლებენ.

0.113695