„ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი, კიკე სეტიენი, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ბაირნთან“ განადგურების შემდეგ (2:8), ძალიან ახლოსაა გათავისუფლებასთან. მასთან ერთად, დიდი ალბათობით, სპორტულ დირექტორს, ერიკ აბიდალსაც დაითხოვენ - გვამცნობს Sport.es.
ფრანგი ფუნქციონერის მიმართ ხელმძღვანელობას ის პრეტენზია აქვს, რომ აბიდალი ამ საშინელი მარცხის შემდეგ, მაინც სეტიენის მხარეზეა.
მთავარ მწვრთნელთან ოფიციალური საუბარი ჯერ არ ყოფილა, მაგრამ, წყაროს მტკიცებით, ორი დღის განმავლობაში სეტიენს გაათავისუფლებენ.
მის ადგილზე რამდენიმე სპეციალისტის გვარს ასახელებენ. პირველ რიგში „ტოტენჰემის“ ყოფილ დამრიგებელ მაურისიო პოჩეტინოს, ასევე რონალდ კუმანს, რომელიც ნიდერლანდების ეროვნული გუნდის თავკაცია და „იუვენტუსის“ ყოფილ მწვრთნელს, მასიმილიანო ალეგრის.