ფეხბურთი

19:39 | 15.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელიას საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის პრიზი გადასცეს

რუსეთის პრემიერლიგის მეორე ტურში ყაზანის „რუბინი“ „ურალს“ დაუხვდა და ქულას დასჯერდა (1:1). ხვიჩა კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ზურიკო დავითაშვილი სათადარიგო სკამზე დარჩა.

მატჩის დაწყებამდე კვარაცხელია დააჯილდოვეს - პრემიერლიგის გასული სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის პრიზი გადასცეს. ჩვენებურს ლეონიდ სლუცკი ენდობა, ხვიჩაც კარგ ფორმაშია, თუმცა სამაგიეროდ, ზურიკო დავითაშვილი ვეღარ ხვდება ყაზანელთა ძირითად შემადგენლობაში.

ორი ტურის შემდეგ „რუბინმა“ მხოლოდ ქულა მოიპოვა. მომდევნო მატჩს კი 18 აგვისტოს სტუმრად „სოჭის“ წინააღმდეგ გამართავს. პირველი ქულა მოიპოვა "როტორმა", რომელიც მოსკოვის "დინამოს" უგოლოდ დაუზავდა. ჯანო ანანიძე და ბექა მიქელთაძე განაცხადში არ ყოფილან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.157122