მიუნხენის „ბაიერნი“ ჩემპიონთა ლიგას თუ მოიგებს, „ბარსელონას“ „ლივერპულისთვის“ ფულადი კომპენსაციის გადახდა მოუწევს. მიზეზი ფილიპე კოუტინიოა.
Mirror-ის ინფორმაციით, როდესაც 2018 წლის ზამთარში, როდესაც ინგლისურმა გუნდმა ბრაზილიელი ესპანეთში გაყიდა, კონტრაქტში ჩაიდო პუნქტი, რომლის თანახმად თუ კოუტინიო ჩემპიონთა ლიგას მოიგებდა, „წითლები“ დამატებით 5 მილიონ ევროს მიიღებდნენ. ხსენებულ პუნქტში მითითებული არაა, რომ სამხრეთამერიკელს ჩემპიონთა ლიგა მხოლოდ „ბარსაში“ უნდა მოეგო.
შედეგად, ახლა, როდესაც კოუტინიო იჯარით „ბაიერნში“ თამაშობს და ჩემპიონთა ლიგის მოგებასთან ძალიან ახლოსაა, კატალონელებს „ლივერპულისთვის“ 5 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ, თუ გერმანული გუნდი ტიტულს მოიგებს.
აღსანიშნავია, რომ ფილიპე კოუტინიომ გუშინ „ბარსელონასთან“ ბოლო 15 წუთი ითამაშა, მაგრამ დაფიქსირებულ ანგარიშში დიდი წვლილი შეიტანა, რადგან დუბლის შესრულება მოახერხა.