„ზესტაფონისა“ და „დინამო თბილისის“ ყოფილი მცველი რენე ფერეირა შესაძლოა „პორტუში“ გადავიდეს. როგორც გავლენიანი გამოცემა O Jogo იტყობინება, სერჟიო კონსეისაო ცენტრალურ მცველს ეძებს და მისთვის სასურველ კანდიდატებში რენეც მოხვდა.
ბრაზილიელმა „პორტუს“ სამწვრთნელო შტაბზე განსაკუთრებული გავლენა „დრაკონებთან“ დაპირისპირებაში მოახდინა. უცნობია შესაძლო ტრანსფერის ფინანსური დეტალები, მაგრამ „მარიტიმუსთან“ კონტრაქტი 2021 წელს ეწურება, რაც ტრანსფერის შანსს ზრდის.
რენემ გასულ სეზონში 31 მატჩში 1 გოლი გაიტანა და პორტუგალიის ჩემპიონატში თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესცო იყო.
28 წლის ბრაზილიელი საქართველოში 2013 წელს „ზესტადონის“ რიგებში გამოჩნდა, საიდანაც 2014 წელს „დინამო თბილისში“ გადავიდა. ორივე გუნდში რენე ძირითადი შემადგენლობის წევრი იყო. გარდა ამისა, „გრემიოში“, იაპონურ „კავაზაკიში“, „ვიტორიაში“, „გოიასსა“ და „პარანაში“ უთამაშია.