ბელგიურ „გენტს“ გიორგი ჩაკვეტაძე დაუბრუნდა. ტრავმით გამოწვეული იძულებითი პაუზის გამო ქართველი ნახევარმცველი მიმდინარე კვირაში შეუფერხებლად ვარჯიშობს და „კორტრაიკთან“ წინასამატჩო განაცხადშიც მოხვდა.
„გენტის“ მთავარმა მწვრთნელმა იეს თორუპმა გიორგისა და გერმანელი ფორვარდის ტიმ კლეინდიენსტის შესახებ გააკეთა კომენტარი, რომელსაც ასევე ტრავმა ჰქონდა და ორივეს შესახებ ერთ კონტექსტში ისაუბრა.
„ამ კვირაში ორივემ მოახერხა გუნდთან ერთად ვარჯიში და ამ დროისთვის არავითარი დისკომფორტი არ განუცდიათ. პარასკევს განვიხილავთ მათ საკითხს, მაგრამ უკვე კმაყოფილი ვარ ორივეს პროგრესით. ისინი წინასამატჩო განაცხადშიც შეყვანილი მყავს“, - აღნიშნა დანიელმა.
„კორტრაიკთან“ მატჩის განაცხადში, რომელიც 15 აგვისტოს „გელამკო არენაზე“ გაიმართება, გიორგი ქვილითაიაც იმყოფება. „გენტმა“ სეზონი წარუმატებლად დაიწყო და პირველ ტურში სტუმრად „სენტ ტრუიდენთან“ წააგო (1:2). ამ თამაშში არცერთ ჩვენებურს არ უთამაშია, ჩაკვეტაძეს ტრავმის გამო, ხოლო ქვილითაიას სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით.