ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში იტალიურ „ატალანტასთან“ გამარჯვების შემდეგ (2:1), „პარი სენ-ჟერმენის“ შემტევმა, ნეინარმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მარცხი ერთი წამითაც არ გაუვლია თავში. მოგეხსენებათ, „ატალანტა“ მთელი მატჩის განმავლობაში უგებდა პსჟ-ს და ფრანგულმა კლუბმა ორი გოლი ბოლო წუთებზე გაიტანა.
„არცკი დამიშვია მარცხზე ფიქრი. ძალიან გაგვიჭირდა, მაგრამ ახლა ბედნიერები ვართ. მშვენიერი გუნდი გვყავს, ოჯახივით შევიკარით,“ - ციტირებს ნეიმარის სიტყვებს Get French Football News.
მატჩის შემდეგ საინტერესო რამ მოხდა. ნეიმარი შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, მან კი პრიზი გამარჯვების გოლის ავტორს, კამერუნელ ერიკ შუპო-მოტინგს აჩუქა.