კალათბურთი

16:12 | 12.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

დამიან ლილარდის შოუ NBA-ში

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში „პორტლენდმა“ „დალასი“ დაძაბულ ბრძოლაში 134:131 დაამარცხა და ეს მატჩი დამიან ლილარდის ბენეფისი იყო, რომელმაც 61(!) ქულა ჩააგდო.

ლილარდმა კარიერის პირადი რეკორდი დააფიქსირა 61 ქულით, აქამდე ორჯერ 60 ქულა ჰქონდა მითვლილი თამაშში. სხვათა შორის, ის NBA-ს ისტორიაში მხოლოდ მე-6 კალათბურთელია, რომელამც მინიმუმ 60 ქულა მინიმუმ სამჯერ დააგროვა. მეორე კალათბურთელია, რომელმაც ამის გაკეთება ერთ სეზონში მოახერხა. იგივე შედეგით აქამდე მხოლოდ უილტ ჩემბერლენი თუ დაიკვეხნიდა. გარდა ამისა, დამიანმა „მავერიქსის“ წინააღმდეგ 8 პასი და 5 მოხსნა ჩაიწერა აქტივში.

„დალასის“ ლიდერი ლუკა დონჩიჩი ამჯერად „მოკრძალებული“ იყო - 25 ქულა, 8 მოხსნა, 10 პასი. „დალას მავერიქსი“ დასავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზეა და პლეი-ოფში თამაში განაღდებული აქვს, ხოლო „პორტლენდ ბლეიზერსი“ მერვეა და პლეი-ოფის საგზურისთვის იბრძვის.

0.123438