ფეხბურთი

10:47 | 11.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

კროოსმა კარიერაში საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა, იმ მწვრთნელის ვინაობა დაასახელა, ვინც კარიერაში მასზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

„ცხადია, უმაღლესი კლასის ბევრი მწვრთნელი მყავდა. ხოსეპ გვარდიოლასთან გატარებულმა წელიწადმა დიდად წამწია წინ. ზინედინ ზიდანთან ერთად მუშაობა ყველაზე წარმატებული გამოდგა. მაგრამ, თუ საუკეთესოს დასახელებას მთხოვთ, ეს იუპ ჰაინკესია. მან „ლევერკუზენში“ ადგილის დამკვიდრებაში შემიწყო ხელი, შემდეგ კი „ბაიერნის“ სრულუფლებიან წევრად მაგრძნობინა თავი. სწორედ მან მაქცია პირველხარისხოვან მოთამაშედ.“ - ციტირებს კროოსის სიტყვებს Mundo Deportivo.

„რეალი“ წლეულს 34-ედ გახდა ესპანეთის ჩემპიონი. ახლადდამთავრებულ სეზონში კროოსმა „სამეფო კლუბის“ მაისურით 35 მატჩი გამართა, 4 ბურთი გაიტანა და ხუთი საგოლე პასით გამოირჩა.

0.130403