გიორგი აბურჯანიამ ენსხედეს „ტვენტეს“ რიგებში ზედიზედ მეორე თამაშში გაიტანა. 25 წლის ქართველმა სამი დღის წინ „ექსელსიორი“ დაამწუხრა, ახლა კი „სიტარდს“ გაუტანა, თანაც ულამაზესი ჯარიმა.
აბურჯანია მოედანზე 46-ე წუთიდან გამოჩნდა და 49-ე წუთზე საჯარიმოს მისადგომებთან დანიშნული ჯარიმით ანგარიში გახსნა. თამაში ამხანაგური გახლდათ და ენსხედელებმა 2:1 მოიგეს.
ნიდერლანდების ერედივიზიონის ახალი სეზონი 12 სექტემბერს აიღებს სტარტს, „ტვენტე“ პირველ ტურში დღევანდელ მეტოქეს, „სიტარდს“ საკუთარ მოედანზე დაუხვდება.