ტურინის „იუვენტუსს“ ბლეზ მატუიდი დატოვებს. აღნიშნული ინფორმაცია იტალიურ მედიაში გავრცელდა და მხოლოდ გაოფიციალურება აკლია.
ცნობილია რომ ფრანგმა ფეხბურთელმა და "იუვემ" უკვე მიაღწიეს შეთანხმებას ამერიკულ „ინტერ მაიამისთან“, რომლის მეპატრონეც ლეგენდარული დევიდ ბექჰემია. ინგლისელი და მატუიდი ერთმანეთს ძალიან კარგად იცნობენ, რადგან "პარი სენ ჟერმენში" ერთად თამაშობდნენ.
შეგახსენებთ, რომ მატუიდი „ბებერ ქალბატონს“ 2017 წელს შეუერრთდა და მას შემდგომ ტურინული გრანდის რიგებში 133 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა, კონტრაქტი კი კიდევ ერთი წელი აკავშირებდა, თუმცა, კლუბმა მასტან თანამშრომლობაზე უარი თქვა.