ფეხბურთი

17:30 | 8.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

პეპ გვარდიოლა: "რეალის" დამარცხება დასტურია, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება შეგვიძლია"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ „რეალთან“ გამარჯვების შემდეგ ისაუბრა და განაცხადა, რომ მის გუნდს ჩემპიონთა ლიგის მოგება ნამდვილად შეუძლია.

„რეალს“ ორივე მატჩი მოვუგეთ, ეს მნიშვნელოვანია. ყოველივე ამის შემდეგ აქ ვართ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად. ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ნაბიჯი გადავდგით, თუ ჩავთვლით, რომ ეს საკმარისია, მაშინ სისუსტეს გამოვავლენთ. თუ გამარჯვება გვინდა გიგანტები უნდა დამავარცხოთ.

მე ვესუაბრე ჩემს სკაუტებს მომავალ მეტოქეზე და ყურადღებით უნდა ვიყოთ. რვა დღე გვაქვს მოსამზადებლად, ახლა უნდა გავიხაროთ ამ წარმატებით და „ლიონზე“ ფიქრი მერე დავიწყოთ.

მოხარული ვართ, რომ მეოთხედფინალში გავედით, რადგან „რეალი“ დავამარცხეთ. ზინედინ ზიდანს პლეი-ოფში წაგებული არასდროს ჰქონდა. კარგად ვიცით რა შეუძლია ამ გუნდს, ზედიზედ სამჯერ მოიგეს ჩემპიონთა ლიგა. ამდენად, „რეალთან“ გამარჯვება გვაფიქრებინებს, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება შეგვიძლია“, - თქვა გვარიოლამ.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტი“ მეოთხედფინალში ფრანგულ „ლიონს“ დაუპირისპირდება.

0.116064