მამაშვილური ურთიერთობები ფეხბურთში არახალია. ყოფილა შემთხვევები, რომ მწვრთნელ მამას თავის შვილთან ერთად წარმატებისთვის მიუღწევია, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, პირიქითაც ყოფილა. მააგალითად:
ჩეზარე მალდინი - პაოლო მალდინი (იტალიის ნაკრები)
უფროსი მალდინი იტალიის ნაკრებს 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ამზადებდა. მან მთავარი მწვრთნელის პოსტზე არიგო საკი შეცვალა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე ვერ იყოჩაღა.
ამ მომენტისთვის ჩეზარეს შვილი - პაოლო, უკვე იყო ნაკრების კაპიტანი. მამის ხელმძღვანელობით პაოლომ ჯამში 22 მატჩი ჩაატარა. 98-ის მუნდიალზე „სკუადრა აძურა“ მეოთხედფინალამდე მივიდა, სადაც პენალტების სერიაში დამარცხდა მომავლ ჩემპიონ საფრანგეთის ნაკრებთან.
მატჩის შემდეგ ჩეზარემ პოსტი დატოვა. პაოლომ კი ნაკრებთან ერთად დიდი ტურნირი ვერ მოიგო.
დანი ბლინდი - დეილი ბლინდი (ჰოლანდიის ნაკრები)
ბლინდი უფროსი რეგულარულად იძახებდა თავის შვილს - დეილის ჰოლანდიის ნაკრებში. მამის ხელმძღვანელობით დეილიმ 14-ჯერ მოირგო ეროვნული გუნდის მაისურა. ახლო წარსსულში „აიაქსის“ ლეგენდარული მცველის წინაშე კონკრეტული ამოცანა იდგა - ევრო 2016-ის ფინალურ ეტაპზე მოხვედრა. მაგრამ დანის კრებულმა საშინლად ითამაშა და შესარჩევ ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა: ჰოლანდიელებმა ორჯერ წააგეს ისლანდიასთან და ჩეხეთთან, სამი ბურთი გაუშვეს თურქებისგან და 30 წლის განმავლობაში პირველად ვერ მოხვდნენ ევროზე.
დანი, ცხადია, დაითხოვეს, დეილიმ „მანჩესტერ იუნაიტედში“ განაგრძო კარიერა, შემდეგ კი „აიაქსში“ დაბრუნდა. მას დღემდე იძახებენ ეროვნულ გუნდში.
იოჰან კრუიფი - ხორდი კრუიფი („ბარსელონა“)
1988 წელს ლეგენდარული იოჰან კრუიფი „ბარსელონაში“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნა. ხოლო კლუბის აკადემიაში მისი 14 წლის შვილი - ხორდი ჩაირიცხა. ექვსი წლის შემდეგ მან პირველად მოირგო პირველი გუნდის მაისურა, „სარაგოსას“ წინააღმდეგ, ესპანეთის სუპერთასის მატჩში.
მამის ხელმძღვანელობით ხორდიმ 52-ჯერ ითამაშა მთავარ გუნდში და 11 გოლი გაიტანა. 1994-95 და 1995-96 წლები ერთობ უხეირო გამოდგა ლეგენდარული ჰოლანდიელისთვის - არცერთი ტიტული. და მან „ბარსელონას“ დატოვება გადაწყვიტა. მასთან ეთად კატალონიური კლუბი ხორდიმაც დატოვა და „მაჩესტერ იუნაიტედთან“ გააფორმა კონტრაქტი.
ზინედინ ზიდანი - ენცო ზიდანი - ლუკა ზიდანი („რეალ მადრიდ კასტილია“)
ზიზუ თავის შვილ ენცოს „რეალ კასტილიაში“ მუშაობისას ავარჯიშებდა. მამის ხელმძღვანელობით უმცროსმა ზიდანმა „რეალის“ მეორე გუნდში 23 მატჩი ჩაატარა, ორი ბურთი გაიტანა და რვა საგოლე პასით გამოირჩა. პირველი გუნდის ძირითად შემადგენლობაშიც ენცომ მამის დროს ითამაშა. სადებიუტო მატჩი მისთვის იღბლიანი აღმოჩნდა. „მეფის თასზე“ „რეალმა“ „კულტურალ ლეონესას“ 6:1 მოუგო და ერთი გოლი ენცომ გაიტანა. ეს მატჩი ერთადერთი გამოდგა ზიზუს უფროსი ვაჟისთვის „სამეფო კლუბის“ ძირითად შემადგენლობაში.“
ამჟამად ენცო „ალმერიის“ ღირსებას იცავს.
მეორე ვაჟი, ლუკა, ზიზუმ „რეალის“ ძირითადში პირველად 2017-18 წლების სეზონის ბოლო ტურის მატში ათამაშა „ვილიარეალის“ წინააღმდეგ (2:2). კიდევ ერთი შეხედრა ლუკამ მომდევნო სეზონში ჩაატარა „უესკასთან“ (3:2).
ამჟამად 22 წლის მეკარეს „რეალთან“კონტრაქტი დაუმთავრდა და თავისუფალი აგენტია.