მოსკოვის „ლოკომოტივმა“ პერუელი თავდამსხმელი ჯეფერსონ ფარფანი გუნდიდან გაუშვა. ამას „რკინიგზელთა“ ყოფილი მწვრთნელი იური სიომინი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და მაგალითად ხვიჩა კვარაცხელია მოიყვანა.
„ჯეფ, ნუ გეწყინება. მათ ხვიჩა კვარაცხელიაც არ შეინარჩუნეს. განაგრძე კარიერა და ფანების გახარება. შენ, ჩვენი ჩემპიონატის სილამაზე იყავი“, - დაწერა სიომინმა.
შეგახსენებთ, რომ ფარფანმა „ლოკომოტივში“ 69 მატჩი ჩაატარა, 25 გოლი გაიტანა და 12 საგოლე პასი გააკეთა. კვარაცხელიას რაც შეეხება, სიომინი მისი გაშვების გამო კლუბის ხელმძღვანელობას დაუპირისპირდა, რის გამოც შეიძლება ითქვას, მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს.