ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების და "ბორნმუთის" მცველი ნათან აკე კარიერას "მანჩესტერ სიტიში" გააგრძელებს. როგორც Sky Sports-ი იუწყება, ჰოლანდიელი ფეხბურთელი მანჩესტერში იმყოფება და მომავალ 24 საათში კლუბში სამედიცინო შემოწმება გაივლის.
ინგლისური გამოცემის ცნობით, პერსონალური საკითხები ჯერჯერობით გარკვეული არაა, თუმცა ეს პრობლემას არ წარმომადგენს და ტრანსფერი განხორციელდება. მოსალოდნელია, რომ ფეხბურთელის სანაცვლოდ "ქალაქელები" "ალუბლებს" 41 მილიონ გირვანქა სტერლინგს გადაუხდიან.
ასევე, ფეხბურთელის საბოლოო ტრანსფერი მომავალ 48 საათში დადასტურდება. აკე "ფეიენოორდის" აკადემიის აღზრდილია და "ჩელსის" აკადემიაში 16 წლის ასაკში გადავიდა. პირველ გუნდში აკე 2013-2015 წლებში თამაშობდა, ხოლო მას შემდეგ ძირითადად განათხოვრებული იყო და ბოლოს "ჩელსიმ" "ბორნმუთში" 2017 წელს გაასხვისა.
გასულ სეზონში ფეხბურთელმა 30 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ორი გოლი და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. ჰოლანდიის ნაკრებში ნათანს დებიუტი 2017 წელს ჰქონდა და მას შემდეგ აკემ "ნარინჯისფერების" მაისურით 11 შეხვედრა ჩაატარა.