ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო იკერ კასილიასის კარიერის დასრულებას გამოეხმაურა.
„მისი ინტელექტი და სიმწიფე გვაიძულებდა ყოველთვის პატივი გვეცა ერთმანეთისთვის, წლების შემდეგაც შეგვეძლო გულწრფელი მეგობრობის განვითარება. ის ისტორიული მეკარეა „რეალისთვის“, ესპანეთის ნაკრებისთვის და მსოფლიო ფეხბურთისთვის. მასთან ერთად მოვიგე ლა ლიგა, მასთან ერთად მქონდა რამდენიმე რთული მომენტი ჩემი პროფესიული გადაწყვეტილების გამო და არა პირადი გადაწყვეტილების გამო“, - თქვა მოურინიომ.
შეგახსენებთ, მადრიდის „რეალში“ მუშაობის პერიოდში ჟოზე მოურინიომ იკერ კასილიასი სათადარიგო სკამზე დასვა და მაშინ მათ შორის კონფლიქტზე საუბარი აქტიურად მიმდინარეობდა.