ფეხბურთი

10:48 | 4.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

კაპელო, შესაძლოა, „მილანში“ დაბრუნდეს

74 წლის ფაბიო კაპელო, შესაძლოა, „მილანში დაბრუნდეს - გვამცნობს Milan News.

წყაროს მტკიცებით, გუშინ, 3 აგვისტოს, ფაბიომ კლუბის ოფისში ორ საათზე მეტ ხანს დაჰყო. ბევრმა ეს თავაზიან ჟესტად ჩათვალა, მაგრამ თურმე „მილანის“ ხელმძღვანელები აპირებენ ლეგენდარულ მწვრთნელს კლუბის ელჩის როლი შესთავაზონ. წინასწარი მოლაპარაკებები უკვე გაიმართა.

კაპელო „მილანში“ 1976-79 წლებში თამაშობდა. შავ-წითელთა მაისურით 65 მატჩი გამართა და 4 გოლი გაიტანა. მთავარი მწვრთნელის პოსტი კი სამჯერ ეკავა: 1987 წლის ბოლოს, 1991-96 და 1997-98 წლებში. მისი ხელმძღვანელობით „მილანი“ ოთხჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი. 1994-ში კი ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11467