ლონდონის „ჩელსი“ ჩემპიონთა ლიგაზე „ბაიერნთან“ მატჩს დიდი დანაკლისით ხვდება და 9 ფეხბურთელი მოისაკლისა.
ფრენკ ლამპარდს მიუნხენში ტრავმების გამო პედროს, რუბენ ლოფტუს-ჩიკის, კრისტიან პულიშიჩის, ვილიანის, სესარ ასპილიკუეტას, ბილი გილმორისა და ნგოლო კანტეს იმედი არ ექნება, ხოლო ჟორჟინიო და მარკოს ალონსო დისკვალიფიკაცირებულნი არიან.
შეგახსენებთ, რომ „ჩელსიმ“ ლონდონში „ბაიერნთან“ 0:3 წააგო და მიუნხენში თამაში მისთვის პრაქტიკულად ფორმალურ ხასიათს ატარებს.